კუნძულ ზმეინთან, რუსული სამხედრო გემი იწვის, მას ნეპტუნის ტიპის რაკეტა მოხვდა – მედია

ზმეინის კუნძულთან რუსეთის შავი ზღვის ფრეგატ ადმირალი Makarov-ი იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას, ავრცელებს როგორც უკრაინული მედია ასევე, Forbes-ი,  Euro News Weekly-ი და უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო. 

მედიის ცნობით, ადგილზე სამხედრო გემის დასახმარებლად ახლა რუსული სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავენ. ყირიმიდან სამაშველო გემები გაემართნენ.

რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ამტკიცებს, რომ გემს ნეპტუნის რაკეტები მოხვდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოხსენებაში ნათქვამია, რომ გასულ დღეს რუსეთის ჯარებმა დაკარგეს ერთი გემი ან ნავი.

მომხდარის შესახებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს არაფერი უთქვამს.

შავი ზღვის თავზე, კუნძულ ზმეინთან, ამერიკული სადაზვერვო დრონები RQ-4B black Hawk-ები, ოპერირებენ ინფორმაციის დასადასტურებლად.

”ადმირალი Makarov-ი შესაძლოა ითქვას შავი ზღვის ფლოტში ყველაზე თანამედროვე ფრეგატია(შეარაღებაშია 2017 წლიდან) და სარაკეტო კრეისერ სლავას კლასის Moscow-ის ჩაძირვის შემდგომ ფლაგმანის ფუნქციას ითვისებდა ადმირალ Esen-თან და თავად ადმირალ Grigorovich-თან ისინი მიეკუთვნებიან გრიგორევიჩის კლასს, ადმირალ Makarov-ის ჩაძირვის დადასტურების შემთხვევაში ის უფრო დიდი დანაკარგი იქნება სამხედრო თვალსაზრისით, (ადმირალ Makarov-ით ბომბავდნენ Kalibr-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით უკრაინის ქალაქებს) ვიდრე სარაკეტო კრეისერ Moscow-ის ჩაძირვა,მიუხედავდ იმისა რომ ფლაგმანი Moscow-ი რომლის ძირითად ფუნქცია იყო საზღვაო ბრძოლების გამართვა სარაკეტო კრეისერებისა და ავიამზდიების განადგურებაც კი (რუსები ასე თვლიდნენ ყოველ შემთხვევაში) გაცილებით ძვირი ღირდა და გაცილებით დიდი საცეცხლე ძალა იყო ომის მიმდინარეობის დინამიკიდან თუ ვიმსჯელებთ ადმირალ Makarov-ს უფრო ფართოდ იყენებდნენ რუსები ვიდრე სარაკეტო კრეისერ Moscow-ს.”- აცხადებს, ანალიტიკოსი რუსლან შავაძე.