კუნძულ ზმეინისთვის ვიბრძოლებთ იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება – ბუდანოვი

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის უფროსის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა კუნძულ ზმეინისთვის იმდენს იბრძოლებს, რამდენიც საჭირო იქნება, რადგან ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტია.

მისი თქმით, კუნძული ზმეინი სამხრეთ უკრაინაში ხმელეთისა და საჰაერო სიტუაციის კონტროლის საშუალებას იძლევა, რაც მას სტრატეგიულ ობიექტად აქცევს როგორც უკრაინისთვის, ისე რუსეთისთვის. გარდა ამისა, ზმეინი რუსეთისთვის მნიშვნელოვანია დესანტირების მიზნებისთვისაც.

“მას, ვინც აკონტროლებს კუნძულს, ნებისმიერ დროს შეუძლია დაბლოკოს სამოქალაქო გემების მოძრაობა ყველა მიმართულებით უკრაინის სამხრეთით… კუნძული ზმეინი არის უკრაინის ტერიტორია და ჩვენ მას გავათავისუფლებთ და ვიბრძოლებთ მისთვის რამდენიც საჭირო იქნება.

ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტი სავაჭრო გზების გასახსნელად, იარაღის იმპორტისთვის და დნესტრისპირეთის რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის ნებისმიერი შესაძლო სამხედრო მოქმედების გამორიცხვის მიზნით, საიდანაც მათ შეუძლიათ შეტევა უკრაინის დასავლეთ ნაწილზე“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.