“კუჭავა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ამბობდა, რომ ფენომენალური საპარლამენტო რეფორმების გასაკეთებლად და ამისთვის აპირებდა მთელი დარჩენილი ვადის დათმობას. ერთ კვირაში ფენომენალური რომ არაფერი მოხდა, ცხადია.

რამდენიც არ უნდა განვიხილო აქ და ახლა კუჭავა კრიტიკულად (და პოზიტიური მასზე სათქმელი არც რამე მაქვს), რამდენიც არ უნდა მქონდეს სალაპარაკო, როგორი უფერული პარლამენტის თავმჯდომარე იყო (და, ცხადია, იყო) და როგორი ჭრელი წინდები ეცვა (და ძალიანაც კარგი, რომ ეცვა), ეს სტატუსი ამაზე არაა.

სრულიად ცხადია, რომ კუჭავა უკვე მეორე პარლამენტის თავმჯდომარეა, რომელიც ვითომ გადადგა, სინამდვილეში კი არაფორმალურმა მმართველმა გადააყენა. ეს კი სახელმწიფოს მიტაცების და ხელისუფლების უზურპაციის უტყუარი და ამომწურავი ინდიკატორია.

რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს კუჭავას მიმართ, მისი “გადადგომა” მკაფიო და საბოლოო განაცხადია დასავლეთზე უარის თქმის. ამიერიდან, ევროკავშირის დროშას რომ დაწვავენ რუსების აგენტები, მისი ფორმალური და მოჩვენებითი აღმართვაც კი აღარ ჩათვალა ივანიშვილმა საჭიროდ და ეს ფორმალური და მოჩვენებით აღმმართველი სრულიად არაფორმალურად და არამოჩვენებითად გადააყენა”

ასე ეხმიანება მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია კახა კუჭავას გადადგომას.