კუჭავა დეპუტატის მანდატსაც ტოვებს – მას გია ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობასთან ერთად, საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს. ადგილმონაცვლეობის პრინციპით მას გია ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ქართული ოცნება შალვა პაპუაშვილს წარადგენს. კახა კუჭავას არ განუმარტავს, რატომ დატოვა თანამდებობა, თუმცა თქვა, რომ აპირებს, მნიშვნელოვან პროექტს უხელმძღვანელოს, რომლის შესახებაც საზოგადოება მომდევნო წელს გაიგებს.