Deprecated: ფუნქცია jetpack_form_register_pattern მოძველებულია ვერსიიდან jetpack-13.4! ამის ნაცვლად გამოიყენეთ Automattic\Jetpack\Forms\ContactForm\Util::register_pattern. in /home/cld9-5305/web/newsreport.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 6031
ლაგოდეხში, სოფელ ყარაჯალადან 16 წლის გოგოს გატაცების გამო 3 პირი დააკავეს | newsreport.ge
ოთხშაბათი, 8 მაისი , 2024, 06:38

ლაგოდეხში, სოფელ ყარაჯალადან 16 წლის გოგოს გატაცების გამო 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხდებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალადან 16 წლის გოგოს გატაცების გამო 3 პირი: 1999 წელს დაბადებული ა.ა. 1991 წელს დაბადებული რ.ო. და 1995 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ა.ა.-მ ცოლად შერთვის მიზნით, თანმხლებ პირებთან ერთად, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფელში მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონას 2004 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს”, – წერია უწყების განცხადებაში.

პოლიციამ გადატცებული და მისი გამტაცებელიც გუშინ, 24 დეკემბერს იპოვა.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.