ლავროვი პირველად გამოჩნდა საჯაროდ მას შემდეგ, რაც პუტინმა ისრაელს ბოდიში მოუხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი პირველად გამოჩნდა საჯაროდ მას შემდეგ, რაც იტალიურ ჟურნალისტებთან მის ინტერვიუს სკანდალი მოჰყვა.

კამერების წინ დღეს ლავროვმა თქვა, რომ : “რუსეთში, რა თქმა უნდა პატივს მიაგებენ ჰოლოკოსტის და საკონცენტრაციო ბანაკების მსხვერპლთა ხსოვნას.“

შეგახსენებთ, მანამდე ლავროვმა იტალიურ არხ Mediaset–თან ინტევიუში კითხვაზე, როგორ შეიძლება უკრაინა ნაციზმში დაადანაშაულო, როცა მისი პრეზიდენტი ზელენსკი ებრაელია, ლავროვმა უპასუხა, რომ “ებრაული სისხლი“ ადოლფ ჰიტლერსაც ქონდა სავარაუდოდ, და ყველაზე გაავებული “ანტისემიტები“ როგორც წესი, ებრაელები არიან.

რუსი მინისტრის განცხადებამ აღშფოთების ტალღა გამოიწვია მთელ მსოფლიოში – როგორც ებრაულ ორგანიზაციები, ასევე ისრაელის მთავრობაში. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  რუსეთის ელჩი განმარტებებისთვის დაიბარა.

მთავრობის მეთაურმა, ნაფტალი ბენეტმა ლავროვი ტყუილში დაადანაშაულა, რომლის მიზანია “თავად ებრაელების დადანაშაულება ისტორიაში ყველაზე შემზარავ დანაშაულში, რომელიც მათ წინააღმდეგ იქნა ჩადენილი  და ამგვარად ისრაელის მტრებისგან პასუხისმგებლობის მოხსნა“.

გუშინ ისრაელის პრემიერის ოფისმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ლავროვის სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა. კრემლში განაცხადეს, რომ პუტინი ტელეფონით ესაუბრა ნაფტალი ბენეტს, თუმცა ბოდიში არ უხსენებიათ.