ლანდსბერგისი: 19 აპრილის შეთანხმება უნდა განხორციელდეს ყოველგვარი გადახვევის გარეშე

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ამბობს, რომ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება “ყოველგვარი გადახვევის” გარეშე, მთელი სისრულით უნდა განხორციელდეს.

მისი თქმით, სურს შეაქოს ყველა პოლიტიკური პარტია, რომელმაც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას.

“ეს ცხადყოფს, რომ ქვეყანაში მართლაც აღებულია ის პასუხისმგებლობა, რომელიც გულისხმობს საერთო კურსისკენ სვლას. თუმცა, შეთანხმება ფინიშის ხაზი არ არის, შეთანხმების ხელმოწერა არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული პირველი ნაბიჯი, მაგრამ სხვა ნაბიჯები, რომლებიც უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიც არის პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მოგვარება, ამბიციური სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, აგრეთვე, ძალთა გადანაწილება პარლამენტში, ეს არის ის საკითხები, რომლებიც უნდა მოგვარდეს. ნება მომეცით ნათლად გავუსვა ხაზი იმას, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა იყოს განხორციელებული ყოველგვარი გადახვევის გარეშე, მთელი სისრულით,“- განაცხადა ლანდსბერგისმა.

მანვე აღნიშნა, რომ ლიეტუვა მხარს დაუჭერს შეთანხმების განხორციელების მონიტორინგს.