ლარი გამყარდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 16 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.6 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9769 ლარი გახდა.

ევროსთან მიმართებით ლარი გამყარდა 2.58 თეთრით, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1028 ლარს გაუტოლდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალიდან შევა.