ლარი გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

ლარი დღესაც გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა 1.29 თეთრით გამყარდა და მისი ღირებულება 3.3770 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.98 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1213 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 20 მაისიდან შევა ძალაში.