ლარი გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 9 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.31 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9331 ლარი გახდა,

რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებით 2.08 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3546 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.