ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კიდევ გაუფასურდა – ახალი კურსი

22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.42 თეთრით გაუფასურდა – ერთი დოლარის ღირებულებამ 3.2537 ლარს მიაღწია.

ლარი ევროსთანაც გაუფასურდა, კურსის ცვლილებამ 2.17 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი ევროს ღირებულება 3.8267 ლარი გახდა.

ლარის პიკური გაუფასურების შესაჩერებლად, ხვალ ეროვნული ბანკი $40 მილიონ დოლარს გაყიდის.