ლარი დოლართან კვლავ გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 13 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.15 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9654 ლარი გახდა.

ევროსთან მიმართებით ლარი გაუფასურდა 1.53 თეთრით, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1181 ლარს გაუტოლდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.