ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 4 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.55 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1631 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.85 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 3.6512 ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ძალაში ხვალ, 5 ნოემბერს შევა.