ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გამყარდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციიით, 31 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.03 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0518 ლარი გახდა.

რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი 1.1 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4104 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.