ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გამყარდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პირველი თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.67 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0451 ლარი გახდა.

ლარი ევროსთან მიმართებით 1.78 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 3.4282 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.