ლარი დოლართან მიმართებით 8.19 თეთრით, ევროსთან კი 8.5 თეთრით გამყარდა – ახალი კურსი

30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა.

აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 8.19 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 3.2059 ლარი გახდა.

ევროსთან მიმართებით ლარი 8.55 თეთრით გამყარდა, ერთი ევროს ღირებულება 3.7560 ლარი გახდა.

ლარი გამყარდა გირვანქა სტერლინგთან და თურქულ ლირასთან მიმართებითაც.