ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 10 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.03 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0321 ლარი გახდა.

ევროსთან მიმართებით ლარი გამყარდა 1.33 თეთრით, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1977 ლარს გაუტოლდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.