ლარი კვლავ გამყარდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 26 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.24 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0696 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ევრო 0.36 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4625 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.