ლარი კვლავ გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

ეროვნული ვალუტა დღესაც გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 4.81 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3056 ლარი გახდა.

ლარი ევროსთან მიმართებით 4.80 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0414 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 22 მაისიდან შევა ძალაში.