ლარი კვლავ გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 3.1988 ლარამდე გამყარდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2059 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.71 თეთრი შეადგინა.

ევროს ღირებულება კვლავ 3.7560 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან შევა ძალაში