ლარი კვლავ გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კვლავ გამყარდა.

დოლართან გამყარებამ 3.56 თეთრი შეადგინა და 3.0416 გახდა. ევროსთან ლარი 2.79 თეთრით გამყარდა და 3.4087-ს გაუტოლდა.

უკვე მესამე დღეა ლარი სხვა ვალუტებთან მიმართებით მყარდება.