ლარი კვლავ გაუფასურდა – ახალი კურსი

14 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლარი ევროსთან მიმართებით 4.68 თეთრით გაუფასურდა, ხოლო დოლართან – 1.97 თეთრით. 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4432 ლარია, 1 ევროსი კი 4.1177 გახდა.

2021 წელს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო აუქციონზე 187.5 მლნ დოლარი გაყიდა, 2020 წელს კი, 873 მილიონი დოლარი. ბოლო სავალუტო აუქციონი პირველ აპრილს შედგა, სადაც ეროვნული ბანკის მიერ გამოტანილი 40 მილიონი დოლარიდან 27,5 მილიონი დოლარი გაიყიდა.

დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ შევა ძალაში.