ლარი კვლავ გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 15 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 5.89 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0276 ლარი გახდა.

რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი 7.54 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4348 ლარს გაუტოლდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.