ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა – ახალი კურსი

29 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარდა ყველა ვალუტასთან მიმართებით.

კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 3.25 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულება 3.2878 ლარი გახდა.

ევროს 2.93 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ღირებულება 3.8415 ლარი გახდა.

გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კურსის ცვლილება 5.64 თეთრი იყო, რის შედეგადაც ერთი ფუნტის საფასური 4.2255 ლარი გახდა.