ლაშა თორდიას ცემის საქმეზე სასამართლომ ოთარ ფარცხალაძე გაამართლა

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ყოფილი გერენალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავებოდნენ, სასამართლომ გაამართლა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე დამნაშავედ იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომლი მიხეილ ჩოხელი და მას 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბრალდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, ფარცხალაძესა და მიხეილ ჩოხელს სახელმწიფო ბრალდება ყოფილი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავებოდა. დაზარალებული ლაშა თორდია საქართველოში არ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაესხა და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა.