ლევან ვარშალომიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს​

ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ვარშალომიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს.

“უარს ვაცხადებ საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატზე, რადგან მსურს ლეგიტიმაცია გამოცლილი ხელისუფლების შეცვლისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყოს!”, – წერს ვარშალომიძე Facebook-ზე.

დღეს მანდატი ასევე დატოვა ენმ-ს წევრმა, ნონა მამულაშვილმა, ანა წითლიძემ და გირჩი – მეტი თავისუფლებას ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ. მანდატზე უარი თქვა მამუკა ხაზარაძემაც.