“ლელომ” თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა

პარტია “ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატად ურბანისი, არქიტექტორი ანა ბიბილაშვილი წარადგინა.

“აქვს კონკრეტული ხედვა, ჩემი თანამებრძოლია, დამფუძნებელია ლელოსი და არის იმისკენ მოწოდებული, რომ ქალაქის პრობლემები იქნას აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული. მე მინდა მოგოწოდოთ ყველას, მხარი დაუჭირეთ ლელოს, მხარი დაუჭირეთ ნებიმიერ ოპოზიციურ პარტიას. იმიტომ რომ დღეს საერთო მიზანი გვამოძრავებს ჩვენ”,– თქვა მამუკა ხაზარაძემ.

ლელოდან თბილისის საკრებულოს თავმჯდომრეობისთვის ბადრი ჯაფარიძე იბრძოლებს.