“ცნობისთვის, წინა კვირებში, ბრიუსელში ორ ქართულ ოპოზიციურ პარტიას, ლელოს და გახარიას “საქართველოსთვის” შევხვდი. დემოკრატიული უკუსვლის მიუხედავად, ორივე მტკიცედ ითხოვდა ევროკავშირის კანდიდატობას, რადგან ეს “ქვეყნისთვის ისტორიული შანსია და ყველა პარტიაზე მაღლა დგას”

ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ქართული ოცნების განცხადებებს, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ამას ბრიუსელში ლობირებს.