ლიდერი ის იქნება, ვინც მივა და ჩაის, ან სტაფილოს წვენს დალევს – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ლიდერი ის იქნება, ვინც ჩაის ან სტაფილოს წვენს დალევს.

“მე ვარ მომხრე ამ [პოლიტიკური] მოლაპარაკების, მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ამავე დროს, უამრავი ადამიანი ათენებს ღამეს კარვებში ბათუმში, ქუთაისში, კახეთში დაიწყო ახლა მოძრაობა. ესენი ყველა ლიდერები არიან. ახლა რომ ვუყურებ, 16-17 წლის ლიდერები გამოჩნდნენ. ეს არის თანავარსკვლავედი, ნაციონალური მოძრაობა იპოვის მათ, მაგრამ ლიდერი არის ის, ვინც საბოლოოდ მივა და დალევს ჩაის, ან — სტაფილოს წვენს. სტაფილოს წვენს ვინც დალევს, ის იქნება საქართველოს ლიდერი. მე სტაფილოს წვენი არ მიყვარს”,– თქვა სააკაშვილმა.