ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, არვიდას ანუსაუსკასის თქმით, სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი რუსეთისგან პროვოკაციის ასარიდებლად. ამის შესახებ მინისტრი განცხადებას, Twitter-ზე ავრცელებს.
- “იმის გამო, რომ რუსეთის სამხედრო მობილიზაცია ასევე განხორციელდება ჩვენს საზღვრებთან, (კალინინგრადის რეგიონი), ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი პროვოკაცია რუსეთის მხრიდან”, – დაწერა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.
As Russia’s military mobilisation will also take place near our borders, (Kaliningrad region), Lithuania’s Rapid Reaction Force is being put on high alert to prevent any provocation from Russia.
— Arvydas Anušauskas (@a_anusauskas) September 21, 2022