ლიეტუვის საელჩოსთან ძალადობრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, მათ შორის გურამ ფალავანდიშვილი

ძალადობრივმა და პუტინისტურმა ჯგუფებმა ლიეტუვის საელჩოსთან აქცია გამართეს.

მათ ადგილზე ლგბტ+ და ევროკავშირის დროშები დახიეს, რასაც რამდენიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა. პოლიციამ მამა-შვილი ფალავანდიშვილები დააკავა, რომლებიც აქციის ორგანიზატორები არიან. დაკავებულია კიდევ რამდენიმე პირი.

ცნობისთვის, ფალავადნიშვილები რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ოფისთან გამართულ იგივე შინაარსის აქციაზეც დააკავეს, თუმცა ისინი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.