ლილოში აფეთქებამ მოხუცი ქალი კორპუსის მე-4 კორპუსიდან გადმოაგდო

ლილოს დასახლებაში, თენგიზ სტურუას ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. ის სავარაუდოდ გაუმართავმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება კი იმდენად ძლიერი იყო, რომ ბინაში მყოფილი 65 წლის ქალი სიმძლავრემ მეოთხე სართულიდან გადმოაგდო. ის, სავარაუდოდ, გარდაიცვალა.

კორპუსი ევაკუირებულია და ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.