ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრი და თან მოსამართლე ვერ იქნება – ანა დოლიძე

იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი და მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს, პარალელურად იუსტიციის მინისტრი ვერ იქნება.

“თუ გოჩა ლორთქიფანიძე დათანხმდება, ბუნებრივია, “ოცნებას” მოუწევს ახალი კანდიდატის ძებნა იუსტიციის მინისტრის პოსტზე”, – განაცხადა ანა დოლიძემ.