ლუგანსკში ჯარისკაცებს ისეთ დიაგნოზს უსვამენ, რაც კომპენსაციას არ ითვალისწინებს – უკრაინა

უკრაინის სადაზვერვოს სამსახურის განცხადებით, ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაშავებულ ჯარისკაცებს ექიმები ისეთ დიაგნოზს უსვამენ, რაც კომპენსაციის არ ითვალისწინებს.

“ე.წ. “LPR”-ის ხელისუფლება უკრაინასთან ომის დროს დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახებს კომპენსაციას არ უხდის. ამ მიზნით სამედიცინო მუშაკები ყველანაირად ამახინჯებენ დაჭრილთა დიაგნოზს. ჭრილობებისა და კონტუზიების მკურნალობის შემდეგ ჯარისკაცები იღებენ დიაგნოზს, სადაც მითითებულია “ოსტეოქონდროზი”, “წყლულები” ან სხვა დაავადებები, რომელიც არ ითვალისწინებს კომპენსაციის გადახდას”,- აცხადებს უწყება.

მათივე ცნობით, ეს იწვევს უსამართლობის მკვეთრ განცდას ლუგანსკის ადგილობრივ მოსახლეობაში, მიუხედავად რუსეთის მზარდი პროპაგანდისა.