“ეს მართლაც ისტორიული დღეა, რადგან ძალიან მალე, როგორც გენერალურმა მდივანმა თქვა, ჩვენ მივესალმებით ფინეთს ალიანსში საერთო მაგიდასთან. მინდა ვთქვა, რომ ეს არის ერთადერთი რამ, რისთვისაც შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ ბატონ პუტინს, რადგან მან კიდევ ერთხელ დააჩქარა ის, რისი პრევენციაც სურდა და აიძულა ბევრი ქვეყანა, ეზრუნათ საკუთარ თავდაცვაზე და დარწმუნებულიყვნენ, რომ მათ შეუძლიათ რუსეთის შესაძლო აგრესიის შეკავება. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ფინეთი ალიანსის 31-ე წევრია”.

განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.