მადლობა სიმართლისთვის და სამართლიანობისთვის – ზარქუა ელისაშვილს

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა  პარტია ”მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილს სამართლიანობისთვის მადლობას უხდის. ზარქუამ ელისაშვილს მადლობა მას შემდეგ გადაუხადა, რაც სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ლიბერთი ბანკთან პენსიების საკითხზე აქცია დააანონსა. საკითხს მოგვიანებით ელისაშვილი გამოეხმაურა და ვაშაძეს უთხრა, რომ ამ თემაზე პარლამენტში მუშაობა უკვე დაწყებულია და მასზე “ხმამაღლა საუბარი” პირველად ზარქუამ დაიწყო.

“ამბიციურ ხალხსაც პატივს ვცემ, მონდომებულ ხალხსაც პატივს ვცემ, მაგრამ, ზღვარი ნუ დაგვეკარგება ხოლმე. მინდა გიორგი ვაშაძეს მივმართო  შემოუერთდი შე დალოცვილო ამ სამუშაო ჯგუფს. ჩაკეტილი სივრცე კი არ გვაქვს და მასონთა ლოჟა კი არ გვაქვს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

“ალეკო, მადლობა სიმართლისთვის და სამართლიანობისთვის” –  განაცხადა ზარქუამ.