მათ ადგილას, სიტყვა პატიმარს სირცხვილით საერთოდ აღარ ვახსენებდი – წულუკიანი პოლიტპატიმრებზე

“მათ ადგილას, სიტყვა პატიმარს სირცხვილით საერთოდ აღარ ვახსენებდი “- ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა. მისი თქმით პოლიტპატიმრებზე თემა დახურულია და ამაზე ბევრი დრო არ უნდა დაიხარჯოს.

„ბოკერიამ უგულავა აღიარა პოლიტპატიმრად, უგულავამ საკნიდან საკანში გადასძახა ოქრუაშვილს, შენც ხომ პოლიტპატიმარი ხარ ბიჭოო, იმან იქიდან დაუდასტურა, ყველა ერთად შეთანხმდა და ერთმანეთი ცნეს პოლიტპატიმრებად.

ეს არის კომედია, მაგრამ სანამ ეს ყველაფერი ტრაგიზმის ფორმას მიიღებს და ერთმანეთში დაიწყებენ იმის გარკვევას, ვინ პოლიტ არის და ვინ არაპოლიტ, ჩვენ საარჩევნო სისტემას შევცვლით, რადგან 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს და ამისთვის „ქართული ოცნება“ ძალისხმევას არ დაიშურებს

დღეს არც რცხვენიათ და სიტყვა პატიმარს ისე ახსენებენ, რომ არც ერთს ნერვი არ უტოკდება. მე მათ ადგილას, სიტყვა პატიმარს სირცხვილით საერთოდ აღარ ვახსენებდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ ამას ვერ მოვთხოვთ, ვერც სინდისს და ვერც მით უმეტეს, პოლიტიკურ სინდისს”- განაცხადა თეა წულუკიანმა.