მათ გასამართლებამდე გაცვლაზე საუბარი ნაადრევია – რუსეთი აზოვის მებრძოლებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ რუს ჯარისკაცებზე მარიუპოლის მცველების შესაძლო გაცვლაზე საუბარი ნაადრევია მათ გასამართლებამდე.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრე რუდენკო ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, განიხილება თუ არა უკრაინაში გასამართლებული რუსი ჯარისკაცის, ვადიმ შიშიმარინის გაცვლის შესაძლებლობა.

“ყველაფერს განვიხილავთ მას შემდეგ, რაც ჩაბარებულებს სათანადოდ გაასამართლებენ და განაჩენს გამოუტანენ. შემდეგ შეიძლება იყოს სხვა ნაბიჯები. მანამდე ყველა საუბარი გაცვლაზე ნაადრევია”,– განაცხადა რუდენკომ.

ცნობისთვის, უკრაინის სასამართლომ პირველ რუს ჯარისკაცს ომის დანაშაულისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.