მათ მოსმენას სუფთა ჰაერზე გასვლა ვამჯობინე – საბა ბუაძე “გირჩზე”

მათ მოსმენას სუფთა ჰაერზე გასვლა ვამჯობინე, ეზოში გავედი, – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა საბა ბუაძემ ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “გირჩის” ლოდერების მხრიდან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დატოვებას.

„დღეს არის ვინმე ვინც „გირჩს” სერიოზულად აღიქვამს? მე პირადად არ მოვუსმინე მათ. გავედი ეზოში და როდესაც დაამთავრეს პერფორმანსი, დავბრუნდი შეხვედრის ოთახში. მათ განცხადებებს სერიოზულად არ მივიჩნევ. ისინი არასერიოზულ ადამიანებად მიგვაჩნია და ამაზე დროის კარგვა არავის სჭირდება. მათ მოსმენას სუფთა ჰაერზე გასვლა ვამჯობინე”, – განაცხადა საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, „ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრა „გირჩის” წევრებმა, ვახო მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და სანდრო რაქვიაშვილმა დატოვეს. ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები შეკითხვებზე პასუხის ნაცვლად სიგარეტის მოსაწევად გავიდნენ.