მაია ცქიტიშვილი და ნათია თურნავა აცხადებენ, რომ სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრებიან

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავს თქმით, სააღდგომო ლიტურგიას ეკლესიაში არ დაესწრება.

,,განსხვავებით წინა წლებისა, ამჯერად, მე და ჩემი ოჯახის წევრები ტელევიზიით მივადევნებთ თვალყურს სააღდგომო მღვდელთმსახურებას”,- აცხადებს თურნავა. 

,,მე და ჩემი ოჯახი სააღდგომო ლიტურგიაზე არ მივდივართ” – ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, წავა თუ არა სააღდგომოდ ტაძარში.

ცქიტიშვილმა ასევე თქვა, რომ თუ მრევლი აღდგომის ღამეს ეკლესიაში მასობრივად შეიკრიბება, კომენდანტის საათის წესები დაირღვევა.