მალე მოვიშუშებ გორის “რეაბილიტაციისას” მიღებულ ტრავმებს და ჩავდგები მწყობრში – სააკაშვილი

“მალე მოვიშუშებ გორის “რეაბილიტაციისას” მიღებულ ტრავმებს და ჩავდგები მწყობრში ” – ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს რომელსაც რუსთავის ციხიდან ავრცელებს.

”რაც არ უნდა ჩაიდინონ, საერთოდ არ მეშინია ამათი. პირიქით, ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება. ჩემზე არ ინერვიულოთ! ახლა მთავარია ერთიანობა და გადამწყვეტი შეტევისთვის მომზადება. ამ შეტევის დროც სულ მალე დადგება. მე რაც შემეხება, სულ მალე მოვიშუშებ გორის “რეაბილიტაციისას” მიღებულ ტრამვებს და კიდევ უფრო დიდი ენერგიით ჩავდგები მწყობრში, თუმცა ახლაც ძალიან მხნედ და ოპტიმისტურად ვარ!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ 29 დეკემბერს გამთენიისას მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.