მალე ქვეყანაში ჩამოვიტანთ ვაქცინას და ვაჩვენებთ, ვის შეუძლია საქმის გაკეთება – ჩალაძე

“საქართველოში დაჯდება თვითმფრინავი, რომელიც ჩამოიტანს ვაქცინას, შემდეგ ვნახავთ შეძლებენ თუ არა პროცედურების დაწყებას”- გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი, გიორგი ჩალაძე, მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მალე თავად უზრუნველყოფს ქვეყანაში ვაქცინის შემოტანას. ამის შესახებ მან, “მთავარი არხის” გადაცემა “დღის სტუმარში” განაცხადა.

“ძალიან მალე ჩვენ ქვეყანაში ჩამოვიტანთ ვაქცინას, ვაჩვენებთ, ვის შეუძლია საქმის გაკეთება. საქართველოში დაჯდება თვითმფრინავი, რომელიც ჩამოიტანს ვაქცინას, შემდეგ ვნახავთ შეძლებენ თუ არა ვაქცინაციის პროცედურების დაწყებას. ესენი არიან უუნაროები, არ იციან, როგორ მართონ ქვეყანა. ჩვენ ვიცით, როგორ გავიყვანოთ ქვეყანა პანდემიიდან რაც შეიძლება შორს და მალე გავხნათ. ჩაკეტვას ორი მიზეზი აქვს – მავნებლობა და კომპეტენციის არქონა”, – თქვა ჩალაძემ.