გიორგი ოკმელაშვილმა საპატრული პოლიცია გამოიძახა და განაცხადა, რომ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს სისხლის სამარათლის კოდექსის 132-ე მუხლით უჩივის, რაც სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნას გულისხმობს.
ის მოქალაქეებს მოუწოდებს, ყველამ დარეკოს პოლიციაში და უჩივლოს.
,,მამა ანდრიას ვუჩივი სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლით, რომ არის ტერორისტი. მინდა ყველამ დარეკოთ და იჩივლოთ”, – თქვა მან Facebook-ზე დადებულ ვიდეოში.
გუშინ, 15 აპრილს საპატრიარქომ და მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება.
საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო წირვაზე მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და მას დილის ექვს საათზე დატოვებს.
პაატა იმნაძე და ინფექციონისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ მივიდნენ ეკლესიაში, რადგან არსებობს საშიშროება, რომ საქართველოში განმეორდეს იტალია. იმნაძის თქმით, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი.