თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით.. გვექნება უდიდესი მსხვერპლი – პაატა იმნაძე

გაიგეთ ხალხო, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით. ჩვენ გევექნება უდიდესი მსხვერპლი. აი, ეს ყველამ უნდა გავიგოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწეყებლის ეთერში  განაცხადა.

„დღე მთელი საქართველო რისკის ჯგუფია. დღეს ჩვენ ამის დრო აღარ გავქვს, დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია. ხვალ ჩემს თანამშრომელს ასაფლავებენ, ზურა მირიანაშვილს, კაცს, რომლესაც 4 სტენტი ჰქონდა გულში ჩადგმული და ყოველ დღე დღე და ღამეს ათენებდა და მუშაობდა, ვერ გავაჩერეთ, რადგან იცოდა, რომ თავის სამშობლოს ემსახურებოდა და თავის ქვეყანას ემსახურებოდა. ზურას ხსოვნის გულისთვის, ხალხო, ნუ გავაკეთებთ იმას, რომ ის, რაც გავაკეთეთ, დღემდე გავაჩერეთ, მაქსიმალურად გავაჩერეთ, წყალში ჩაყარაოთ ეს ყველაფერი, არ შეიძლება ასე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ეს არ ეხება მარტო ეკლესიას, სხვათა შორის, ეს ეხება იმასაც, რომ ოჯახებში ვრცელდება, სტატისტიკა ხომ იცით, მთელმა საქართველომ ზეპირად იცით, თითო ოჯახში 5, 6, 7 ავადმყოფია, სამეგობროში, სამეზობლოში ოჯახებში. გავიგოთ, გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც კი საჭიროა, არათუ გარეთ. ასე ჩვენ ცოტახანში, სამ კვირაში, საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ, თუ ეს არ გავითავისეთ სუყველამ.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩით სახლში. დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად, მოერიდეთ, ერთმანეთთანაც კი, თუ ვინმე ოჯახებიდან გავიდეს და დაბრუნდეს ხოლმე. გაიგეთ ხალხო, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით. ჩვენ გევექნება უდიდესი მსხვერპლი. აი, ეს ყველამ უნდა გავიგოთ“ ,- განაცხადა იმნაძემ.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, ნუ წავლენ ეკლესიაში.

,,მესმის, რომ ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ დღეს ვთქვათ უარი ერთხელ იმისთვის, რომ ჩვენი ერი გადარჩეს. ეს გავიგოთ სულ ყველამ, იგივე ეკლესია რომ გადარჩეს. ამისკენ მოგიწოდებთ, ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ჩვენი ეკლესია”,- განაცხადა  პაატა იმნაძემ.