მამუკა ბახტაძე, სავარაუდოდ, არ იქნება პროპორციულ სიაში – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ყოფილი პრემიერმინისტი მამუკა ბახტაძე სავარაუდოოდ “ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში არ იქნება.

“მამუკა ბახტაძე არის გუნდის წევრი. სწორედ ამიტომაც ესწრებოდა ქართული ოცნების მაჟორიტარული სიის პრეზენტაციას. რაც შეეხება საპარლამენტო სიაში მისი ყოფნის საკითხს, ასეთი გადაწყვეტილება პარტიაში არ არის მიღებული. სავარაუდოდ, მამუკა ბახტაძე არ იქნება პროპორციულ სიაში,- თქვა თალაკვაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ პროპორციულ სიაში აუცილებლად იქნება, ოღონდ მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ადგილზე.

შეგახსენებთ, 20 ივლისს  “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას ყოფილი პრემიერი, მამუკა ბახტაძე დაესწრო.