მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა

მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა. ის გუშინწინ გვიან ღამით ავარიაში მოყვა და მისი ჯანმრთელობის  მდგომარეობა მძიმე იყო.

ავტოსაგზაო შემთხვევა, ნატახტართან მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.