მამუკა ხაზარაძეს ანაბარი „საქართველოს ბანკში“ აქვს გახსნილი

ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის, ბოიკოტის მიუხედავად ქონებრივი დეკლარაციები მაინც შეავსეს. პარტია “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის დეკლარაცია ბუნებრივია ყველაზე ვრცელია და მისი ქონებრივი დეკლარაცია 30 გვერდისგან შედგება.

როგორც დეკლარაციით ირკვევა, “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს ანაბარი „საქართველოს ბანკში“ აქვს გახსნილი. მამუკა ხაზარაძე და  მისი ოჯახი საქართველოს მასშტაბით ფლობს არაერთ სახლს, ათი ათასობით კვ.მ მიწის ნაკვეთებს, წილებს და ფასიან ქაღალდებს სხვადასხვა კომპანიებში და ავტომობილებს.რაც შეეხება უძრავ ქონებას, მამუკა ხაზარაძის და მისი ოჯახის საკუთრებაშია ბინები, სახლები, აგარაკები და მიწის ნაკვეთები თბილისში, წყნეთში, ციხისძირში, ნატანებში, მუხრანში, გუდაურში, სოფელ კაიშაურებში და ასევე ლონდონში.

ამ დროისთვის ოპოზიციიდან დეკლარაციები შევსებული აქვთ:

გრიგოლ ვაშაძე (ენმ – ძალა ერთობაშია)

დევი ჭანკოტაძე (ენმ – ძალა ერთობაშია)

ლევან ვარშალომიძე (ენმ – ძალა ერთობაშია)

ზაალ უდუმაშვილი (ენმ – ძალა ერთობაშია)

ხათუნა სამნიძე (ენმ – ძალა ერთობაშია, რესპუბლიკური პარტია)

აბდულა ისმაილოვი (ენმ – ძალა ერთობაშია)

როსტომ ჩხეიძე (ენმ – ძალა ერთობაშია)

დავით კირკიტაძე (ენმ – ძალა ერთობაშია)

ნიკა მაჭუტაძე (ენმ – ძალა ერთობაშია)

ლევან ხაბეიშვილი (ენმ – ძალა ერთობაშია)

სალომე სამადაშვილი (ენმ – ძალა ერთობაშია)

ნატო ჩხეიძე (ენმ – ძალა ერთობაშია)

ბადრი ჯაფარიძე (ლელო)

მამუკა ხაზარაძე (ლელო)

დავით უსუფაშვილი (ლელო)

პაატა მანჯგალაძე (სტრატეგია აღმაშენებელი)

თეონა აქუბარდია (სტრატეგია აღმაშენებელი)

შალვა შავგულიძე (ევროპული საქართველო)

არმაზ ახვლედიანი (ევროპული საქართველო)

ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო/ყოფილი)

ალეკო ელისაშვილი (მოქალაქეები)

ლევან იოსელიანი (მოქალაქეები)

ავთანდილ ენუქიძე (პატრიოტთა ალიანსი)