“ამ დარბაზში მე ყველაზე ამაღელვებელი წუთი მაქვს განცდილი, როდესაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს მოვაწერე ხელი. ასევე, ნანახი მაქვს ეს დარბაზი აოხრებული, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. მაშინ შემიწყვიტეს უფლებამოსილება, სახელმწიფო გადატრიალების შედეგად. ახლა ეს განმეორება თუ მოხდა, ცხადია, რომ იქნება სწორედ იმავეს განხორციელება, ოღონდ ამისთვის არ იქნება გამოყენებული სახელმწიფო გადატრიალება, არამედ პულტები, მაგრამ ჩემთვის შინაარსობრივად ეს არაფერს არ ცვლის. ჩვენი ამოცანა, ჩვენი სულისკვეთება არ შეიცვლება.

სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები ამ პარლამენტში თუ პარლამენტის გარეთ, ჩემი ქვეყანა და ჩემი თანამოქალაქეები არიან ჩემი მთავარი პრიორიტეტი, და რა თქმა უნდა, მანდატის გარეშეც მე გავაგრძელებ ბრძოლას იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში დადგეს ცვლილებები. ცვლილებები რომელიც სჭირდება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ქვეყანა ამ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაძლებს, ეს იწვევს სრულ ნიჰილზმს ჩვენს თანამოქალაქეებში და ჭაობში ჩაძირვას, ჩვენ ეს არ უნდა დავუშავათ”

თქვა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. პარლამენტი რამდენიმე წუთში გადაწყვეტს, შეუწყდება თუ არა მას დეპუტატის უფლებამოსილება.