“მანიაკალურად მოწყურებული ვარ დანაშაულის ჩადენას და ვგიჟდები საკანში ჯდომაზე“–ნიკა გვარამიას სტატუსი ციხიდან

მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ფეისბუქ გვერდზე დაიდო სტატუსი, რომელშიც პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია წერს, რომ მას სასამართლოს დასაბუთებული განაჩენი ჩაბარდა:

“მივიღე “მოსამართლე” ჩხიკვაძის “დასაბუთებული” განაჩენი.

თავს არ შეგაწყენთ და იურიდიული დეტალებით არ გადაგტვირთავთ. მოვიყვან მხოლოდ ორ საოცრებას:
1. “მოსამართლის” აზრით, მოქმედი დამფუძნებლების თანხმობა არასაკმარისია და დირექტორს უნდა გაეთვალისწინებინა პოტენციური მესაკუთრის, ქიბარ ხალვაშის აზრი და ამგვარად დაედო კონტრაქტი გაყიდვების სახლთან.

2. ციტატა: “ნიკა გვარამიას რა თქმა უნდა შეეძლო [მანქანის საკუთარი თავისთვის პრემიის სახით გამოწერა], თუმცა მან კომპანიის საზიანო დანაშაულებრივი სქემა შეარჩია”. (ანუ, მანიაკალურად მოწყურებული ვარ დანაშაულის ჩადენას და ვგიჟდები საკანში ჯდომაზე.

უკომენტაროდ.
P.S. 31 გვერდიანი დასაბუთებიდან, 20 გვერდი სამოქალაქო და კორპორაციული სამართალია და ეს განაჩენი სამოქალაქო პალატაში უნდა გავასაჩივრო თუ სისხლის?“– წერს გვარამია.