მართვით სუნთქვაზე რჩება 2 პაციენტი, ერთის მდგომარეობა მძიმეა – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 79 პაციენტი მკურნალობს, მათგან კორონავირუსით ინფიცირებულია 61 ადამიანი.

რატიანის ინფორმაციით, რეანიმაციაში რჩება 5 პაციენტი, რომელთაგან 2 მართვით სუნთქვაზეა, ერთის მდგომარება მძიმეა, მეორის – სტაბილური.

მისივე თქმით, დღეს კლინიკიდან 6 გამოჯანამრთელებული პაციენტი გაეწერება. ასევე, პირველი ტესტის პასუხი უარყოფით აღმოჩნდა 10 პაციენტთან და თუ მეორე ტესტის პასუხიც უარყოფითი იქნება, კიდევ 10 პაციენტი დღის ბოლომდე დატოვებს კლინიკას.

რატიანი ამბობს, რომ ორი ორსული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

,,ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ გვყოლია, იმედია ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე საათში კოვიდ ინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს”,- თქვა ლევან რატიანმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 გარდაიცვალა.